ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს


     უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „კომსომოლსკაია პრავდა" წერს, ვიქტორ იანუკოვიჩმა ტრავმა ჩოგბურთის თამაშის დროს მიიღო.

     რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ექსპრეზიდენტს მუხლისა და ხერხემლის ტრავმა აქვს. ის თავდაპირველად რეანიმაციაში, შემდეგ კი კერძო კლინიკაში გადაიყვანეს.

     იანუკოვიჩის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას ჰოსპიტალში ჯერ არ ადასტურებენ.

     ვიქტორ იანუკოვიჩი 2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთში გაიხიზნა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/viqtor-ianukovichi-moskovis-saavadmyofoshi-gadaiyvanes/