,,რუსეთისგან ვხედავთ აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ"– სტოლტერბერგი


     ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოკუპირებული გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო გარემოებაში გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. სტოლტენბერგის თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს მხარდაჭერა ძლიერია.

     "რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება საქართველოს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. ამ შემთხვევის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღიარებით. გარდა ამისა, გამუდმებით წევენ საოკუპაციო ხაზს, ასევე ვხედავთ სხვა აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ასე რომ, ეს არის მაგალითი, რატომაც უჭერს ნატო საქართველოს მხარს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно