თუ ირანს ბრძოლა სურს, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება - ტრამპი


     თუ ირანს ბრძოლა სურს, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში" დაწერა.

     დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს არასდროს უნდა დაემუქრონ.

     ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-მა სპარსეთის ყურეში დამატებითი სამხედრო ხომალდები განათავსა. რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ ირანთან ომი არ სურს. გასულ კვირაში, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ-ი ომს, ტრამპმა უპასუხა – „ვიმედოვნებ, რომ არა".

     ომის შესაძლებლობას გამორიცხავენ ირანის ხელისუფლებაშიც. ირანმა ბირთვული შეთანხმების რამდენიმე ვალდებულება შეაჩერა. დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა სპარსეთის ყურეში რაკეტებით აღჭურვილი კატარღები გაუშვა. აშშ-ის გამომძიებლები თეირანს არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან ნავთობის გადამტანი გემების დაზიანებაშიც ადანაშაულებენ. ირანი ბრალდებებს უარყოფს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv