კირილი არის სიგარეტის მიტროპოლიტი და საბჭოთა КГБ-ს მეორეხარისხოვანი აგენტი" – სემიონოვი


    ,,კირილი არის საბჭოთა КГБ-ს მეორეხარისხოვანი აგენტი"– ამის შესახებ ბულგარეთის ვიცეპრემიერმა ვალერი სემიონოვმა ბულგარეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

 

     „კირილი ზეციდან არ დაშვებულა. ის ღმერთის გამომოგზავნილი არ არის. კირილი ცნობილია, როგორ რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი. მან 1996 წლიდან 14 მილიარდი დოლარი მიიღო არალიცენზირებული სიგარეტის იმპორტისგან. მას კერძო თვითმფრინავი ჰყავს, აქვს ვილა შვეიცარიაში, 30 000 დოალრინი საათები და ბულგარეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს. ის არ არის მართლმადიდებელი მოძღვარი. იგი არის აგენტი მიხაილოვი, საბჭოთა КГБ- მეორეხარისხოვანი აგენტი" – განაცხადა სემიონოვმა.


     შეგახსენებთ, რომ რუსეთის პატრიარქმა ბულგარეთში ვიზიტისას ბულგარეთის პრეზიდენტის რუმენ რადევის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა. კირილის განცხადებით, რადევმა ოსმალური იმპერიის დამარცხებაში რუსეთის როლს არასაკმარისად გაუსვა ხაზი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно