რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნიდან 7 ახალგაზრდა გაიტაცეს


     გატაცების მორიგი შემთხვევა - გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან, რუსმა ოკუპანტებმა 7 ახალგაზრდა გაიტაცეს.

     სავარაუდოდ საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. 

     გატაცების ფაქტს ადასტურებს მეჯვრისხევის მერიის წარმომადგენელი. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან და მათი ასაკი 18-დან 34 წლამდეა. ისინი სოფელთან მდებარე წმინდა გიორგის სალოცავში მოსალოცად იმყოფებოდნენ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.

     შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, რა ვითარებაში მოხდა გატაცება უცნობია.



წყარო: http://www.rustavi2.ge/ka/news/141766